დეველოპერული კომპანია “სფერო ჰოლდინგი“ ძველი თბილისის განაშენიანებას იწყებს. კომპანიის ახალი პროექტის მიხედვით, დედაქალაქში “თბილისური ეზოები” დაბრუნდება.

"სფერო ჰოლდინგის” პროექტის მიზანია, თბილისის ძველი ისტორიული უბნების, ქალაქის განუმეორებელი იერსახის და კოლორიტის შენარჩუნება, რეკონსტრუქცია-რენოვაცია, რაც შედეგად გულისხმობს ,”თბილისური ეზოს“ ფუნქციის და ტრადიციის აღდგენას თანამედროვე ხედვებით და ტექნოლოგიების შესაძლებლობებით. პირვანდელი არქიტექტურული სტილის შენარჩუნებით. თბილისური ეზოს პრინციპი ბოლომდე იქნება დაცული.

კომპანიის მიზანია აღადგინოს თბილისური ეზოს საზოგადოებრივ-სოციალური ფუნქცია და განუმეორებელი სპეციფიკური კოლორიტი:  შესძინოს რეკრეაციული ელემენტი და სანახაობრივი ეფექტი, გახადოს თანაბრად მიმზიდველი მოქალაქეებისა და დედაქალაქის სტუმრებისათვის.

 თბილისურმა ეზოებმა უნდა დაუბრუნონ ძველ თბილისს ისტორიული კოლორიტი და დედაქალაქს განუმეორებელი სახე,”- აცხადებენ კომპანიაში.

აღნიშნული პროექტი საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს პატრონაჟით ხორციელდება.

This site was designed with the
.com
website builder. Create your website today.
Start Now